მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილის "ბანკი ქართუს“ მმართველ გუნდში ცვლილებაა

63d2c590569cc
ნინო ტაბატაძე
26.01.23 23:55
2649
ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული „ბანკი ქართუს“ მმართველ გუნდში ცვლილებაა.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ნიკოლოზ ჩხეტიანმა დატოვა. ის ამ პოსტზე ნატო ხაინდრავამ ჩაანაცვლა, რომელიც, თავის მხრივ, გენერალური დირექტორის სავარძელს ტოვებს. ნატო ხაინდრავა ამ პოსტს 2016-2023 წლებში იკავებდა.

კიდევ ერთი ცვლილებით, გენერალურ დირექტორად დაწინაურდა გრიგოლ კაცია.

ბანკის დირექტორთა საბჭოში რჩებიან: გიორგი სულამანიძე, დავით გალუაშვილი, ბექა კვარაცხელია, ზურაბ გოგუა და გივი ლებანიძე.

ბანკის 100%-იანი წილი კვლავ ფონდ „ქართუს“ ეკუთვნის, ბენეფიციარი მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილია. რაც შეეხება ფონდს, მისი გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები