ბიძინა ივანიშვილის "თანაინვესტირების ფონდმა" "მტკვარი ჰესის" დაუმთავრებელი პროექტი გაყიდა, - ჰესის აშენებას, რომელიც წლების განმავლობაში გაჩერებული იყო, "თანაინვესტირების ფონდი " თითქმის 10 წელი ცდილობდა და ფონდისვე ინფორმაციით, თავდაპირველ ბიუჯეტზე 2-ჯერ მეტი თანხაც დახარჯა. პროექტში ბიუჯეტის 100 მილიონი დოლარით ზრდამ ბიძინა ივანიშვილის ეჭვები გამოიწვია, ხომ არ მიითვისა ფონდის ყოფილმა და ამჟამად ბრალდებულმა აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა თანხები. თემაზე ივანიშვილის ადვოკატები ზუსტად 1 წლის წინ საუბრობდა, მაშინ როდესაც გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8,200 ბიტკოინის მითვისებაზე ბრალი წარედგინა, ერთი წლის შემდეგ კი მტკვარი ჰესი ოფიციალურად გასხვისდა - რა ვიცით გარიგების შესახებ, ვინ არიან ახალი მფლობელები და რატომ გასხვისდა მტკვარი ჰესი?