მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველის პრემია დამიყადაღა" - პაატა ბურჭულაძე

პაატა ბურჭულაძე

ახლა მოხდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული რამ, ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, - ამის შესახებ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე ვიდეო-მიმართვაში აცხადებს.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, რუსთაველის პრემია მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დაუყადაღა, რადგან „უნდა, რომ მიითვისოს“.

„ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯილდო მაქვს მიღებული, თითქმის 150-ზე მეტი. ესაა როგორც მსოფლიოს ქალაქების საპატიო მოქალაქეობა, ასევე დიდებული და უძვირფასესი ადამიანების ჯილდოები. ახლა მოხდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული რამ, ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, უფრო სწორად ბიძინა ივანიშვილმა დამიყადაღა რუსთაველის პრემია, რომელსაც მე უკვე 1991-1992 წლებიდან ვიღებდი და ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მე მას უნდა გადავუხადო ეს პრემია და მან უნდა მიითვისოს. ვნახოთ, მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ძალიან გული დამწყდა, რუსთაველი მაინც რუსთაველია“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

როგორ გაიცემა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია:

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია - საქართველოს სახელმწიფო პრემია, დააარსა საქართველოს მინისტრთა საბჭომ 1965 წელს.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემიაზე განაცხადები მიიღება შემდეგ დარგებში:

მხატვრული ლიტერატურა, მუსიკალური, კინო, სახვითი და თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, რუსთველოლოგია, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია ენიჭება:

ა) ხელოვნების დარგში — ლიტერატურის, მთარგმნელობითი და კვლევითი, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელმაც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და გამსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით; ბ) მეცნიერების დარგში — მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნის მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და/ან ეკონომიკურ განვითარებაში. პირს, რომელიც მოიპოვებს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიას, მიენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო. ავტორთა კოლექტივისთვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში, საპრემიო თანხა ნაწილდება თანაბრად. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. „პრემია 3 წელიწადში ერთხელ გაიცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები