მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბიძინა ივანიშვილს კარგად ვიცნობ” - რუბენ ვარდანიანი ქართველ მილიარდერს ახასიათებს

61bef7dc6419e
თამთა ჯიჯავაძე
19.12.21 21:00
4513
სომეხი ბიზნესმენი და მილიარდერი, რუბენ ვარდანიანი გადაცემა Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან ბიძინა ივანიშვილთან მისი მსგავსების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს.

"რუბენ ვარდანიანი არის სომეხი ბიძინა ივანიშვილი?“ - ამ მოსაზრების შესახებ ვარდანიანი ამბობს, რომ მას არ მოსწონს ეს აღქმა.

„იცით რას ვგულისხმობ? მითები და ილუზიები, რომლებშიც ჩვენ ყოველთვის გვიყვარს ცხოვრება... რადგან ეს ზედაპირული აღქმები ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა ბევრ კითხვაზე პასუხის მოსაძებნად. ხალხი ცდილობდა ჩემს გაიგივებას ბიძინა ივანიშვილითან, ჯორჯ სოროსთან და ა.შ“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ვარდანიანის თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობს და პატივს სცემს.

„კარგი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან მადლობელი ვარ მისი. სოფლებში სომხური ეკლესიის აღდგენის ერთ-ერთი შემომწირველი იყო. დიახ, მე მას პირადად კარგად ვიცნობ და პატივს ვცემ.

საქართველოში რა ხდება, კარგად არ ვიცი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვიყავი საქართველოში და ძალიან მიხარია, რომ ყოველთვის ვბრუნდები და ვხედავ, როგორ ვითარდება ქვეყანა. სხვადასხვა დროს საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო, განსაკუთრებით 1990-იან წლებში. რაც შეეხება ივანიშვილთან შედარებას - მე არ მომწონს მთელი ეს აღქმა“, - ამბობს ვარდანიანი.

ცნობისთვის, სომეხმა ბიზნესმენმა, რუბენ ვარდანიანმა მიმდინარე წელს განაცხადა, რომ ის გარდა ბიზნესისა, შედის სომხეთის პოლიტიკაშიც. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება დაახლოებით $1 მილიარდს შეადგენს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები