მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიძინა ივანიშვილს თანამედროვე ბიზნესის დეტალები არ ესმის - გიორგი ბაჩიაშვილი

გიორგი ბაჩიაშვილი

"ბიძინა ივანიშვილს თანამედროვე ბიზნესის დეტალები არ ესმის, თუმცა მას ნამდვილად აქვს კომერციული ალღო და იმ დროში რაც მაშინ იყო, ყოფილი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მან არაერთი სწორი ყიდვა-გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა CEO-მ გიორგი ბაჩიაშვილმა გადაცემა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში.

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ შეუქმნია ძლიერი კომპანია, თუმცა მან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიძინა არაერთი მნიშვნელოვანი აქტივი, რომელთა ფასიც შემდგომ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, დღევანდელ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი მსგავსი მიდგომებით ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა.

"ივანიშვილს შევთავაზე ძალიან დიდი და სარფიანი პროექტი კრიპტო სფეროში და მან უარი განაცხადა. არ აინტერესებდა მას კრიპტო ვალუტის თემა, თორემ იმ დროს რომ დაეჯერებინა მერწმუნეთ რამდენიმე მილიარდი დოლარი ექნებოდა მხოლოდ მაგ პროექტიდან.

ივანიშვილი დეტალებში არ ჩადის ხოლმე. მას თანამედროვე ბიზნესის დეტალები არ ესმის, თუმცა მას ნამდვილად აქვს კომერციული ალღო და იმ დროში რაც მაშინ იყო, ყოფილი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მან არაერთი სწორი ყიდვა გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. მას არ აუშენებია ახალი კომპანია, მას არ აუშენებია ახალი ეფექტური ბიზნესი, ნაყიდ აქტივებშიც მას არ გაუზრდია კომპანიების ეფექტურობა, თუმცა იმ დროს აქტივები ძალიან იაფი ღირდა რასაც მოჰყვა აქტივების ფასების მატება მსოფლიო ბაზარზე და ეს ინვესტიციები ძალიან სარფიანი აღმოჩნდა.

თუმცა დღევანდელ სიტუაციაში ივანიშვილი იმ მიდგომებით ვერანაირად ვერ იქნებოდა წარმატებული", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილი "ანალიტიკას" ეთერში:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები