მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიძინა ივანიშვილი პირველი პირია, მე - მეორე" - ირაკლი კობახიძე

კობახიძე ივანიშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკურ გუნდში ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა მას აქვს.

ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პოლიტიკური გუნდის წევრებს შორის ვის აქვს ყველაზე ახლო ურთიერთობა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან.

კობახიძის განმარტებით, ივანიშვილი პოლიტიკური გუნდის პირველი პირია, თავად კი - მეორე, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა სწორედ მათ შორის არსებობს.

„ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილსა და ჩემს შორის არსებობს“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები