მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილ გეიტსი Heineken-ის მსხვილი აქციონერი გახდა

63f76d798c57b
გიორგი თოლორდავა
23.02.23 18:00
1951
Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა მსოფლიოს უმსხვილესი ლუდსახარშის, Heineken-ის 3.8%-იანი წილი იყიდა.

ინვესტიციის მოცულობა 902 მილიონ დოლარს შეადგენს, რის სანაცვლოდაც მილიარდერი მეწარმე ჰოლანდიური კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი გახდა.

ბილ გეიტსის საინვესტიციო პორტფელი სურსათისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ არაერთ მსხვილ კომპანიას მოიცავს, მათ შორისაა: Coca-Cola, Walmart, Kraft Heinz და Hormel Foods.

Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბილ გეიტსი მეხუთე ადგილს იკავებს, მისი ქონების შეფასება 105 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ლუდსახარშ Heineken-ს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 60 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების გლობალურ რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები