მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილ გეითსი: მხოლოდ მდიდრების იმუნიზაციით პანდემია ვერ დამარცხდება

6011a21fb359f
ნათია თაქთაქიშვილი
27.01.21 21:15
851
ბილ და მელინდა გეითსები აცხადებენ, რომ მსოფლიოში იმუნიზაციის თვალსაზრისით, უთანასწორო გარემოა და ღარიბი ქვეყნები იჩაგრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ბილ და მელინდა გეთსების მიერ გავრცელებულ ყოველწლიურ წერილში აღნიშნულია, რომ ვაქცინების განაწილება ურთულეს პრობლემას წარმოადგენს, რაც საერთაშორისო ინსტიტუტებზე, ქვეყნების მთავრობებსა და წამლების მწარმოებელ კომპანიებზე ზეწოლას ზრდის.

„პანდემიამ ბევრ გამოწვევასთან ერთად, ახალი პრობლემაც შექმნა, ეს გახლავთ იმუნიზაციის უთანასწორობის პრობლემა. საქმე იმაშია, რომ მდიდრებს ვაქცინაზე წვდომა აქვთ, ღარიბებს კი არა“, - წერს მელინდა გეითსი წერლიში.

ბილ გეითსი კი აღნიშნავს, რომ მსოფლიო სერიოზულად უნდა მიუდგეს პანდემიას და მხოლოდ მდიდრების იმუნიზაციით პანდემია ვერ დამარცხდება.

„სამწუხაროდ, COVID-19-ი არ იქნება უკანასკნელი პანდემია კაცობრიობის ისტორიაში. ამიტომ მსოფლიო მთელი სერიოზულობით უნდა მოემზადოს და მისგან მომავალი საფრთხეები ომით გამოწვეულ სააფრთხეებს გაუთანაბროს“, - წერს ბილ გეითსი.

შეგახსენებთ, რომ ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა პანდემიასთან ბრძოლის ფონდში 1,75 მილიარდი დოლარი გადარიცხა. თანხის ნაწილი გადაირიცხა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივა COVAX-ში, რომელიც ვაქცინების თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას უნდა მოემსახუროს.