მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბინადრობის ნებართვის შემოღება IT კომპანიებს საშუალებას მისცემს, უცხოელი სპეციალისტები შეინარჩუნონ - ციკოლია

Leneat

ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტის, შეფასებით, IT სფეროში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის შემოღება სწორი ნაბიჯია.

როგორც გიორგი ციკოლიამ BMG-ის განუცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო საერთაშორისო IT კომპანიებს უცხოელი სპეციალისტების შენარჩუნება უჭირდათ. შედეგად, ბევრმა სპეციალისტმა საქართველო უკვე დატოვა.

მისი შეფასებით, IT სექტორში ბინადრობის ნებართვის შემოღება დარგის განვითარებას ხელს შეუწყობს.

„რამდენიმე კვირის წინ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გაჟღერდა, რომელშიც ჩვენს ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები აქტიურად იყვნენ ჩართული ფინანსთა სამინისტროსთან და პარლამენტის კომიტეტებთან ერთად. ეს ცვლილება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ ინდუსტრიის განვითარებას.

საერთაშორისო კომპანიები საქართველოში საკუთარი სპეციალისტებით შემოვიდნენ. მათი გრძელვადიანად საქართველოში ყოფნა და ლეგალიზაცია, იქნება ეს დროებითი ბინადრობის ნებართვა და ა.შ. პრობლემა იყო. ბევრი მათგანი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი იყო, ამ ხალხის შენარჩუნება, ამ ქვეყანაში დატოვება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამ კუთხით გარკვეული პრობლემები არსებობდა. ბევრი წავიდა, ბევრმა, საკუთარი კარიერა სხვა ქვეყნებში გააგრძელა. შესაბამისად, კომპანიებში გარკვეული შიში იყო, რომ თუ ასე გაგრძელდება, შემდგომ რას ვაკეთებთ, რამდენად გრძელვადიანი არის ჩვენი ყოფნა საქართველოში?

მგონია, რომ ამ კანონმდებლობით და ბინადრობის ნებართვის შემოღებით ამ კითხვაზე პასუხი გავეცით. კომპანიებს აქვთ საშუალება, რომ არა მარტო ადგილობრივი ტალანტი დაიქირაონ, არამედ შეინარჩუნონ სპეციალისტები, ასევე სხვა ქვეყნებიდან საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, ვისაც შეიძლება უფრო კარგად ესმით ეს ინდუსტრია და მათი გამოცდილება მერე უკვე ადგილობრივმა კადრებმა გამოიყენონ ცოდნის ამაღლებისთვის“, - განაცხადა გიორგი ციკოლიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში არსებულ ბინადრობის ნებართვების სახეების ჩამონათვალს – ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვა დაემატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები