აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ოფიციალურად განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟიდან, Binance-იდან $6 მილიარდზე მეტი ღირებულების ვირტუალური აქტივები ჩრდილოეთ კორეამ მოიპარა.
უწყების განმარტებით, 29 ოქტომბერს განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმის უკან ქვეყნის ელიტური ჰაკერული დაჯგუფება, სახელწოდებით TraderTraitor-ი დგას.
FBI-ის ცნობით, ჰაკერებმა მოპარული აქტივების ძირითადი ნაწილი Ether-ში გადაცვალეს. საგამოძიებო ორგანოები ვარაუდობენ, რომ კიბერდამნაშავეები თანხების შემდგომი გათეთრების მიზნით დეცენტრალიზებულ ფინანსურ პლატფორმებსა და მყისიერი კონვერტაციის სერვისებს გამოიყენებენ.
ამის გამო, ამერიკული უწყებები კერძო სექტორს, მათ შორის კრიპტობირჟებსა და ბლოკჩეინ-ანალიტიკურ კომპანიებს მოუწოდებენ, თავდამსხმელებთან დაკავშირებული მისამართებიდან წამოსული ტრანზაქციები დაბლოკონ.
ცნობისთვის, Binance-ზე მომხდარი თავდასხმა კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში უმსხვილეს ძარცვად უკვე შეფასდა.
























