მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩრდილოეთ კორეამ Binance-ის ჰაკერულ თავდასხმასთან კავშირი უარყო

ჩრდ კ

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ კრიპტობირჟა Binance-ზე განხორციელებულ მასშტაბურ ჰაკერულ თავდასხმასთან რაიმე სახის კავშირი კატეგორიულად უარყო.

ფხენიანის ოფიციალურმა პირებმა ვაშინგტონის ბრალდებებს ქვეყნის იმიჯის შელახვისკენ მიმართული პროვოკაცია უწოდეს. კიმ ჩენ ინის დამ და ქვეყნის საქმეთა მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კიმ იო ჯონგმა განაცხადა, რომ ამერიკა საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ცდილობს და კიბერსივრცეში ნებისმიერ მავნე ქმედებას ჩრდილოეთ კორეის უსაფუძვლოდ აბრალებს.

უნდა აღინიშნოს, რომ $6.3-მილიარდიან ჰაკერულ შეტევაში FBI, საიდუმლო სამსახური და კიბერანალიტიკოსები დანაშაულის ჩამდენად სწორედ ფხენიანს ასახელებენ. სადაზვერვო მონაცემებით, ისტორიაში უმსხვილეს კიბერძარცვა სახელმწიფო მხარდაჭერის მქონე ჰაკერული დაჯგუფება TraderTraitor-ის მიერ განხორციელდა, რომელიც სწორედ ჩრდილოეთ კორეაშია დაფუძნებული.

წინასწარი მოკვლევით, ჰაკერების მხრიდან Binance-ის სისტემაზე არაავტორიზებული წვდომა ინჟინრის კომპიუტერის დაჰაკვის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომლის მეშვეობით კორეელმა ჰაკერებმა ზუსტად 20 წუთში პლატფორმიდან რეკორდული მოცულობის კრიპტოაქტივები მოიპარეს.

ცნობისთვის, საერთაშორისო კვლევითი ცენტრების ცნობით, ჩრდილოეთ კორეა კიბეროპერაციებისთვის გამოსადეგ, ნიჭიერ სტუდენტებს უნივერსიტეტებიდან სისტემატურად არჩევს და სადაზვერვო უწყების დაქვემდებარებაში მყოფ სპეციალურ დანაყოფებში ანაწილებს. ჩრდილოეთ კორეაში ჰაკერობა იმდენად პერსპექტიული პროფესიაა, რომ ის ახალგაზრდებში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საქმიანობად ითვლება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უჭერს მხარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები