კრიპტოვალუტის უმსხვილესმა ბირჟამ, Binance-მა ევროკავშირის ტერიტორიაზე მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდება შეაჩერა. როგორც ირკვევა, პლატფორმამ გასულ კვირას ერთიანი ევროპული ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლო.
როგორც ცნობილია, ბლოკში ამოქმედებული ახალი რეგულაცია ციფრულ აქტივებზე მომუშავე კომპანიებს ავალდებულებს, ავტორიზაცია 1-ელ ივლისამდე გაიარონ.
Binance-მა პროცედურის დასრულება დროულად ვერ მოახერხა, შესაბამისად, მას საქმიანობის შეჩერება მოუწია. არსებული ინფორმაციით, პოლონეთში, იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში მცხოვრებ მომხმარებლებს უკვე დაეგზავნათ შეტყობინებები, სადაც წერია, რომ მათ თანხების ანგარიშებიდან დაუყოვნებლივ უნდა გაიტანონ.
Binance-ის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ისინი ევროკავშირში ავტორიზაციის მოპოვებას კიდევ შეეცდებიან. როგორც ევროპული მედია წერს, მათი წინა მცდელობა საბერძნეთში წარუმატებელი აღმოჩნდა, ამჯერად კი ბირჟა განაცხადს საფრანგეთში შეტანას. დოკუმენტების წარდგენაზე შესაბამისი ნებართვის მიღებას კორპორაცია დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ ელოდება.




























