მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BINANCE US-მა ბირჟიდან კრიპტოვალუტა TRON მოხსნა

6437ea7d0b8ef
გიორგი თოლორდავა
14.04.23 00:30
1028
ამერიკულმა Binance-მა ბირჟიდან კრიპტოვალუტა Tron-ის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. Tron-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 6 მილიარდ დოლარს აღწევს და ის რიგით მე-16 უმსხვილესი კრიპტოაქტივია.

კრიპტობირჟიდან Tron-ის დელისტინგი პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებულ შტატებში Tron-ისა და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან. უფრო კონკრეტულად, საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) ბაზრის მანიპულაციისა და ფასიანი ქაღალდების უნებართვოდ გამოშვების ბრალდებით კრიპტოკომპანია Tron-ის დამფუძნებელს, ჯასტინ სანს უჩივის.

მარეგულირებლის განმარტებით, სანის გუნდი აქტიურად იყო ჩართული ბაზრის მანიპულაციაში და კომპანიის მიერ გამოშვებული კრიპტოაქტივის, Tron-ის ფასის ხელოვნურად გაზრდაში.

როგორც ჩანს, ტრეიდინგ პლატფორმების მეშვეობით კომპანიის წარმომადგენლები ყალბ ტრანზაქციებს ახორციელებდნენ და დღიურად საშუალოდ 7 მილიონამდე ტოკენს ცვლიდნენ, რათა ბირჟებზე ხელოვნურად დაეფიქსირებინათ მაღალი ლიკვიდობა და აქტივობა.

გარდა ამისა, Tron-ის გუნდი აქტიურად იყო ჩართული არალეგალურ მარკეტინგ სქემაში. კომპანიის მიერ დაქირავებული ინფლუენსერები სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ პოსტებს იმის შესახებ, რომ Tron-ის კრიპტოვალუტა ურისკო ინვესტიცია და სწრაფი გამდიდრების რეალური საშუალება იყო.

SEC-ის განცხადებით, Tron-ის გუნდს აგრეთვე ბრალად ედება არალეგალური ტრანზაქციების განხორციელება, ფულის გათეთრება და ინვესტორებისთვის ზარალის მიყენება.

სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, Binance US-მა Tron-ის დელისტინგის გადაწყვეტილება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები