მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბინები ყველაზე მეტად მთაწმინდასა და ვაკეში გაძვირდა - ლაშა ქავთარაძე

63611f9ebf620
ვიქტორია მღებრიშვილი
02.11.22 10:10
1254
Galt&Taggart-ის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის შეფასებით, ქვეყანაში შემოსული მიგრანტების დიდმა ნაკადმა და ბინის ქირაობაზე გაჩენილმა მაღალმა მოთხოვნამ, საცხოვრებელი ბინების გასაყიდი ფასი გაზარდა. ამის შესახებ მან „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

ლაშა ქავთარაძე მიგრანტების შემოდინების გაგრძელების შემთხვევაში საფრთხილო ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბინები მთაწმინდასა და ვაკეში გაძვირდა.

„ქვეყანაში მიგრანტების პირველი ტალღის შემოსვლისას ძირითადი გავლენა ქირის ფასებზე იყო. გაზრდილმა მოთხოვნამ უცხოურ ვალუტაში ქირა დაახლოებით 70%-ით გაზარდა. ქირის ფასის ზრდამ კი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ზრდა განაპირობა.

საქსტატის მონაცემებით, რომელიც მხოლოდ თბილისის მასშტაბით აკვირდება ახალ აშენებული ბინების სეგმენტს, მრავალსართულიანი ბინების ფასი მესამე კვარტალში 10.7%-ით, ხოლო კერძო სახლების ფასები 10%-ით არის გაიზარდა. წინა კვარტალში ამ მხრივ კლება იყო. თუ შევადარებთ, 2021 და 2020 წელს, საშუალო შეწონილი ფასი დაახლოებით 18%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წელს ყოველკვარტალური ზრდა შესამჩნევია და ამ კუთხით, გადახურების ნიშნები არ არსებობს, ხოლო თუ ასეთი ტრენდი ექნება და მიგრანტების ნაკადების შემოსვლა კიდევ გაგრძელდება, მაშინ არ არის გამორიცხული საფრთხილო ზომების მიღება იყოს საჭირო. თვითონ ჩაშლას თუ შევხედავთ, მაგალითად რაიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი ზრდა მთაწმინდასა და ვაკეში დაფიქსირდა. მთაწმინდაზე 1 კვ.მ. ფასი 840 ლარით გაიზარდა, ვაკეში 500 ლარით, ხოლო საბურთალოზე 150 ლარის ფარგლებში“, - თქვა Galt & Taggart-ის ეკონომისტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები