უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” ახალ კამპანიას იწყებს. ბიოგრაფის მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტები 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციაზეა აგებული, რაც გულისხმობს 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ყველა საჭირო სერვისთან წვდომას. ამ იდეის კრეატიულად საილუსტრაციოდ კამპანიის გამხსნელ რგოლში გამოყენებულია ჩრდილები, რაც დროის მოძრაობას აღწერს. ,,ბიოგრაფი ლივინგის” მიზანია სავაჭრო ცენტრები, სპორტული დარბაზები, კაფე-ბარები, ჰიპერმარკეტები, რეკრეაციული ზონები ყველა უბნისთვის იყოს მარტივად ხელმისაწვდომი და ამისთვის შორ გზაზე გადაადგილება აღარ დაგჭირდეთ.
სტუმარი: ვასილ ფხაკაძე - “ბიოგრაფი ლივინგი” აღმასრულებელი დირექტორი