სამშენებლო კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ფხაკაძე ამბობს, რომ წლის ბოლომდე თბილისში სამი ახალი პროექტის დაწყებას აპირებენ და ამით კომპანიის მიმდინარე პროექტების რაოდენობა 9-მდე გაიზრდება. მან გეგმებზე BMGTV-ის ეთერში ისაუბრა.
"წლის ბოლომდე ვაპირებთ გაყიდვაში სამი ახალი პროექტი ჩავუშვათ. ეს პროექტებია ფალიაშვილის ქუჩაზე, გლდანში და გაზაფხულის ქუჩაზე. შესაბამისად, წლის ბოლომდე უკვე 9 მიმდინარე პროექტი გვექნება. მომავალ წელსაც გვაქვს საკმაოდ საინტერესო გეგმები. სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ერთი საინტერესო გარიგება რის შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ. ასევე მასშტაბური პროექტის დაწყებას ვგეგმავთ მომავალ წელს. ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ვხედავთ, „ბიოგრაფი ლივინგის“ პროდუქტზე მოთხოვნაა და გვინდა გავიშალოთ ქალაქის მასშტაბით", - ამბობს ვასილ ფხაკაძე.




























