მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერევნის ცენტრში უძრავი ქონება 20-30%-ით ძვირია, ვიდრე თბილისში“ - "ბიოგრაფი ლივინგი"

ბიოგრაფი ლივინგი

„ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორის ვასილ ფხაკაძის განცხადებით, საქართველოში არსებულ უძრავი ქონებაზე უცხოელი ინვესტორების მხრიდან მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ფასია.

როგორც ფხაკაძემ " BMG-ისა და საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, ბოლო წლებში 40%-ით გაძვირებული ფასის პირობებშიც კი თბილისში არსებული ბინების საშუალო ღირებულება ბევრად ჩამორჩება როგორც ევროპულ, ისე მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასებს.

„უცხოეთიდან მოთხოვნის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი არის გასაყიდი ფასი. მიუხედავად იმისა, რომ ფასი ბოლო წლებში დოლარში 40%-ით გაიზარდა, ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით ის საკმაოდ მცირეა. არ ვსაუბრობ დასავლეთზე, მეზობელ ქვეყნებთან შედარებითაც კი ასეა. ერევანში ბევრად უფრო მაღალია საშუალო გასაყიდი ფასი, ვიდრე თბილისში, 20-30%-ით ძვირი ღირს მის ცენტრში ბინა. შესაბამისად ამას ხედავენ ინვესტორები, იციან, რომ დღეს შეძენილი უძრავი ქონება შეიძლება გადაითარგმნოს პოტენციურად დიდ ამონაგებში მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში. ასე რომ პირველი მოტივატორი არის ფასი.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური მდგომარეობა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ბოლო 2-3 წელია გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ინვესტორებისთვის ეს კარგი სიგნალია.

ამას გარდა, ბოლო წლებში გეოპოლიტიკურად არასტაბილური პირობების გათვალისწინებით, მოთხოვნა საქართველოს უძრავ ქონებაზე გაზრდილია. იჯარაზე და ქირაზე გაზრდილმა მოთხოვნამ დაასტიმულირა გაყიდვების ზრდაც, რადგან ქირიდან ამონაგები მაღალია, ესეც რა თქმა უნდა კარგი ნიშანია ინვესტორებისთვის.

კიდევ ერთ ფაქტორს გამოვყოფდი, მიწოდება გაზრდილია, თუმცა მიწის ნაკვეთების სიმცირიდან გამომდინარე მოხდება მომდევნო პერიოდში მოხდება მიწოდების შემცირება. განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, შესაბამისად ესეც კარგი შესაძლებლობაა ახლა შეიძინონო და მერე ძვირად გაყიდონ,“ - განაცხადა ვასილ ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები