მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ბიოგრაფი ლივინგის“ პროექტ „საკენში“ მ²-ის ღირებულება $3000-ს აჭარბებს - ვასილ ფხაკაძე

ჰისნი

დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ პროექტებში უძრავი ქონების ღირებულება ძალიან დინამიკურად და სტაბილურად იზრდება. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

ის განმარტავს, რომ მათ პროექტებში ფასის ცვლილებას მოთხოვნა განსაზღვრავს, რასაც დადებითი დინამიკა აქვს.

"ჩვენს პროექტებში ფასები იზრდება ძალიან დინამიკურად და ძალიან სტაბილურად. შეიძლება რამდენიმე მაგალითის მოყვანა, მაგალითად, ჩვენ ისევ საკენს“ შევეხები და დავუბრუნდები, რადგან ჩვენი პირველი პროექტი არის ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე საკენი. ამ პროექტში ორწელიწად ნახევრის წინ გაყიდვების დაწყებისას ფასები 1900-დან 2100 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დღეს უკვე გასაყიდი ფასი, როდესაც მშენებლობის დასრულებამდე ჯერ კიდევ ცხრა თვეა დარჩენილი 3000 დოლარს აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას და ეს ჩვენს ყველა პროექტში შეიმჩნევა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის მართლაც რომ გამორჩეული ლოკაციები, გამორჩეული არქიტექტურა, გამორჩეული კონცეფცია და ფიზიკურად, რა თქმა უნდა, არ არის იმდენი ბინა, რომ არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს, ჩვენ ამას ფასების ზრდით ვაბალანსებთ.

ეს ინვესტორებისთვის ძალიან კარგი ნიშანია და ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს ახლად დაწყებულ პროექტებში, წინასწარი გაყიდვებით ჩანს, რომ იმ ხალხმა, რომელმაც უკვე საკუთარ თავზე გამოსცადა ჩვენს პროექტებში ინვესტირების დროს ის კოლოსალური ზრდა, თვალდახუჭული მოდიან და ახალ პროექტებში ისევ ინვესტიციას დებენ“, - განმარტა ვასილ ფხაკაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის „ბიოგრაფი ლივინგის“ 5 მიმდინარე და 2 დაგეგნილი პროექტის ღირებულება 500 მლნ დოლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები