მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიოგრაფმა“ „საკენის“ დეველოპერული პროექტის კომერციულ პარტნიორებთან მემორანდუმი გააფორმა

648c0df3a75c3
BM.GE
16.06.23 11:16
912
„ბიოგრაგმა“ „საკენის“ დეველოპერული პროექტის კომერციულ პარტნიორებთან მემორანდუმი გააფორმა. შესაბამისად, უკვე ცნობილი გახდა, რომ პრემიუმ დელიკატესების მაღაზია „გასტრონომის“ ჰიპერმარკეტი, „ოკტოპუსის“ 25 მეტრიანი აუზი და თანამედროვე ფიტნეს ცენტრი, „პოლის“ ფრანგული რესტორანი, იტალიური რესტორანი "ბისტრო გასტრონომისგან“, „დანკინის“ ამერიკული რესტრანი და ჯანსაღი კვების ქსელი „სკა“ „საკენის“ კომპლექსში განთავსდება და მაცხოვრებლების ყოველდღიურობას კომფორტულს და მოსახერხებელს გახდის. „საკენის“ მშენებლობა ვაჟა ფშაველას #25-ში უკვე დაიწყო.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა „ბიოგრაფის“ პირველი პროექტის - „საკენის“ კომერციული პარტნიორები გავაცნოთ საზოგადოებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ შექმნის ჩვენთან ერთად იმ ეკოსისტემას, სადაც ყველაზე მომთხოვნი მომხმარებელისთვისაც კი სასურველი პროდუქტი თუ მომსახურება ერთ კომფორტულ სივრცეშია ხელმისაწვდომი და სრულყოფილი გარემოა იმისთვის, რომ დაზოგილი დრო ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრებას და ადამიანურ ურთიერთობებს დაუთმოს. „გასტრონომი“, "ბისტრო“, „ოკტოპუსი“, „პოლი“, „დანკინი“, „სკა“ „ბიოგრაფთან“ ერთად უკეთეს საცხოვრებელ გარემოს შექმნიან და კიდევ ბევრ პრემიალურ ბრენდს გაუჩენენ სურვილს „საკენის“ სივრცეში მოემსახურონ ერთგულ მომხმარებლებს და მათი ყოვლდღიურობის ნაწილნი გახდნენ“, - აცხადებს „ბიოგრაფის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ფხაკაძე.

ქალაქის ცენტრალურ უბანში, ერთ ეკოსისტემაში მოქცეული პრემიუმ დელიკატესების მაღაზია „გასტრონომის“ ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი თბილისში, „ოკტოპუსის“ ფიტნეს დარბაზი და აუზი, ჩოგბურთის კორტები, საერთო სამუშაო სივრცე, "ბისტროს“, "პოლის“. „დანკინის“ და „სკას“ კაფე-რესტორნები, განტვირთვისა და დასვენებისთვის მოწყობილი 2000 კვ.მ გამწვანებული ეზო, სპა და ესთეტიკური ცენტრი, აფთიაქი, ბანკი და სხვა „საკენის“ პროექტების ღირებული შეთავაზებაა და მომხმარებლებს შესაძებლობას მისცემს მნიშვნელოვნად დაზოგონ დრო, ენერგია, შეამცირონ ხარჯები და კომფორტულად ისიამოვნონ ყოველდღიურობით. „საკენი“ მრავალსართულიანი, თანამედროვე არქიტექტურისა და დახვეწილი ინტერიერის მქონე კომპლექსია, სადაც ისტორიულ მოტივებზე შექმნილი არქიტექტურა და დიზაინი განსაკუთრებულად ორგანულ და შინაურ გარემოს შექმნის.

“ბიოგრაფი“„ვისოლ ჯგუფის“ წევრი ბრენდია, რომელსაც საქართველოს ბაზარზე წარმატებული ბიზნეს საქმიანობის 25 წლიანი ისტორია აქვს. „ბიოგრაფი“ საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე გასულ თვეს გამოჩნდა და ქვეყნის ურბანულ განახლებას და დეველოპერულ ბაზარზე მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად. კომპანია პირველ ეტაპზე „საკენის“ გარდა კიდევ ორ მრავალფუნქციურ კომპლექსს განავითარებს: „მატიანს“ წერეთლის და „ჰისნის“ ქეთევან დედოფლის გამზირებზე და საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე სივრცეებს გააერთიანებს. „ბიოგრაფის“ პროექტები არქიტექტურის თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიებითა და ეკო მეგობრული მიდგომებით ხორციელდება. ენერგოეფექტური კონსტრუქციები კლდოვან ქანებზე დაფუძნებულ ხიმინჯოვან საძირკველზე აღიმართება. პრემიალური ხარისხის ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალები, თბოიზოლაციისა თუ ხმის იზოლაციის და უსაფრთხოების უახლესი სისტემები კი უკეთესი ცხოვრების გარანტიას განაპირობებს.



(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები