მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bioli City - თბილისში “ბიოლის” ველნეს ცენტრის პირველი ფილიალი გაიხსნა

ბიოლი

ველნეს კურორტი “ბიოლი”, რომელიც ქალაქგარეთ, კოჯორში მდებარეობს, 1-ელი ნოემბრიდან ფუნქციონირების ახალ რეჟიმზე გადავიდა და კოტეჯების ყოველდღიური ჯავშნების ნაცვლად, მათი დაქირავების ვადა 1 თვიდან 1 წლამდე დროით განსაზღვრა. მიზეზი კურორტის განვითარებისთვის დაწყებული სამუშაოებია, რის გამოც სტუმრებისთვის გაცილებით კომფორტული იქნება, თუ ყოველდღიურ რეჟიმში არ მოუწევთ რეგისტრაციის გავლა.

როგორც “ბიოლის” დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე BM.GE-სთან აცხადებს, კოჯრის ფილიალში სამედიცინო ველნეს რეჟიმი, სავარაუდოდ, ივლისიდან აღდგება, მანამდე კი მსურველებს ანალოგიური სერვისების მიღება თბილისის ახალ ფილიალში შეეძლებათ, რომელიც დღეს გაიხსნა.

“ყველამ იცის, რომ ექიმებთან მიდიხარ, როცა ავად ხდები, და თუ კარგად ხარ, მაშინ არაფერი გჭირდება ვითომ. სინამდვილეში, როცა ჯანმრთელი ხარ, მაშინ გჭირდება ველნესი - ჯანმრთელობის რესურსების მართვა/გაძლიერება - რათა იმდენად გაიძლიერო ეს რესურსები, რომ ავად აღარ გახდე.

თანამედროვე ველნეს ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჯანმრთელობის რესურსები გავიძლიეროთ - სწორედ ეს არის "ბიოლის ცენტრი", სადაც ვაკეთებთ დიაგნოსტიკას - მიკროელემენტების, ვიტამინების ნაკლებობაზე, მძიმე დეტალები თუ გაქვს ორგანიზმში, რაც გამოსადევნია - ისეთი რაღაცეები, რაც შეიძლება ავადმყოფობის წინაპირობა იყოს”, - ამბობს “ბიოლის” დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე.

თბილისში Bioli City-ის გახსნის იდეა დიდი ხანია არსებობს, რისი განვითარების საშუალებაც კომპანიას კურორტზე დაგეგმილმა სამშენებლო სამუშაოებმა მისცა. თუმცა ველნეს ცენტრი დედაქალაქში სტუმრების მიღებას მას შემდეგაც გააგრძელებს, როცა კოჯორში პროექტის მშენებლობა დასრულდება.

Bioli City ქალაქის ცენტრში, ტარას შევჩენკოს ქუჩაზე მდებარეობს.

ველნეს კურორტი “ბიოლი” განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - ინვესტიცია $13 მლნ-ია



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები