მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიონსემ კორონავირუსთან საბრძოლველად $6 მლნ გაიღო

5ea2c8c55b083
ნათია თაქთაქიშვილი
24.04.20 22:00
928
მომღერალმა ბიონსემ კორონავირუსთან საბრძოლველად 6 მლნ აშშ დოლარი გაიღო. როგორც გრემის მფლობელი მომღერალი აცხადებს, ის საქველმოქმედო ორგნიზაციებთან აპირებს თანამშრომლობას, მაგალითად როგირიცაა BEYGood-ი და Twitter-ის დამფუძნებლის ჯეკ დორსის Start Small-ი. ამის შესახებ ინფორმაცაის Fox News-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, 6 მლნ აშშ დოლარის გადანაწილება იგეგმება შემდეგ ქალაქებზე: დეტროიტი, ჰიუსტონი, ნიუ-იორკი და ნიუ-ორლეანი.

როგორც მომღერლის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, საზოგადოების ნაწილს, რომელსაც არ ჰყოფინდა ფულადი სახსრები განათლებისთვის, ჯანდაცვისთვის და საცხოვრებელი სახლებისთვის, ახალი პრობლემა - კორონავირუსის პანდემია დაემატათ, ასე რომ აღნიშნული თანხით მომღერალი ამ დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება.

ასევე თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი კორონავირუსთან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს მოხმარდება. ფულად დახმარებას ასაკოვანი ადამიანებიც მიიღებენ.

ახლო წარსულში ბიონსეს ქმარმა ჯეი-ზიმ, მომღერალმა რიანამ და Twitter-ის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ ერთიანი ძალებით 6.2 მლნ დოლარი გაიღეს.

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქველმოქმედო საქმიანობაში არაერთი ცნობილი ამერიკელი, მათ შორის არნოლდ შვარცნეგერი, ლეონარდო დიკაპრიო, გვინეტ პელტროუ არის ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები