მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BioNTech-ი: COVID-19-ის ახალმა შტამმა, შესაძლოა, ჯოგური იმუნიტეტი გაზარდოს

5fe1eec606f79
ნათია თაქთაქიშვილი
23.12.20 00:00
1889
COVID-19-ის ახალმა შტამმა, შესაძლოა, ჯოგური იმუნიტეტი გაზარდოს, რადგან პროპორციულად მეტი ადამიანის ვაქცინაცია გახდება საჭირო, - განაცხადა BioNTech-ის ხელმძღვანელმა უღურ შაჰინმა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„როდესაც ვსაუბრობთ ჯოგურ იმუნიტეტზე, ამაში მოიაზრება მოსახლეობის დაახლოებით 60-70%. თუ კორონავირუსის ახალი შტამით უფრო სწრაფად ხდება დაინფიცირება, მაშინ აუცილებელი იქნება ვაქცინაციის მოცულობის გაზრდა ანუ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უნდა აიცრას, რათა მოვახერხოთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. თუ მოსახლეობის 60-70% აიცრება, მაშინ მეტნაკლებად შესაძლებელი გახდება ჩვეული ცხოვრების რითმს დავუბრუნდეთ“, - განაცხადა შაჰინმა.

BioNTech-ის ხელმძღვანელის განცხადებით, დაახლოებით ორ კვირაში ეცოდინებათ რამდენად სრულყოფილად მუშაობს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის მიმართ.

შაჰინის თანახმად, კოვიდის ახალ ვარიანტს აქვს ცხრა მუტაცია, მაგრამ რადგან ვაქცინა შეიცავს 1,270-ზე მეტ ამინომჟავას და მხოლოდ ცხრაა შეცვლილი, ეს ნიშნავს, რომ „ცილის 99 პროცენტი ისევ იგივეა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები