მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BioNTech-ის დამფუძნებლებმა თანამდებობები დატოვეს

bion

ბიოტექნოლოგიური გიგანტის, BioNTech-ის დამფუძნებლებმა, უგურ შაჰინმა და ოზლემ თიურეჯიმ თანამდებობების დატოვების შესახებ განაცხადეს, რასაც კომპანიის აქციების მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.

მეცნიერთა წყვილმა, რომელმაც მსოფლიოს Pfizer-თან თანამშრომლობით პირველი mRNA ვაქცინა აჩუქა, გადაწყვეტილება საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა. მათი თქმით, BioNTech-მა დაასრულა პანდემიური ფაზა და ახლა დროა, მენეჯმენტი უფრო კომერციულად ორიენტირებულ გუნდს გადაეცეს, თავად კი ისინი საქმიანობას ფუნდამენტურ მეცნიერებასა და კიბოს საწინააღმდეგო კვლევებში გააგრძელებენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, საფონდო ბირჟამ ეს სიახლე მყისიერი პანიკით მიიღო: BioNTech-ის აქციების შეფასება მომენტალურად 18%-ით დაეცა. ინვესტორებისთვის შაჰინი და თიურეჯი არა მხოლოდ მენეჯერები, არამედ კომპანიის ინოვაციური სულის სიმბოლოები იყვნენ.

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ მათი წასვლა შეაფერხებს ონკოლოგიური პრეპარატების პორტფელის განვითარებას, რომელიც კომპანიის მომავალი ზრდის მთავარ იმედად მიიჩნევა. თანაც, მენეჯმენტიდან დამფუძნებლების წასვლა უდიდეს რეპუტაციულ დარტყმას წარმოადგენს, რომლის გამოსწორებას წლები სჭირდება.

BioNTech-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორად კომპანიის ამჟამინდელი ფინანსური დირექტორი დასახელდა, თუმცა დამფუძნებლების ქარიზმისა და სამეცნიერო ავტორიტეტის ჩანაცვლება რთული გამოწვევა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები