საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, ერთდღიან ჭრილში ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი დამატებით 0.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 74 დოლარს აღწევს; WTI Crude-ის ღირებულებამ კი 70 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბირჟაზე ბარელი Urals-ის ფასი 55 დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 4.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ეს პარასკევის ბოლო სავაჭრო სესიაზე დაფიქსირებული ფასია, რაც "ვაგნერის ჯგუფის" აჯანყების ფაქტს არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება შედარებით გრძელვადიან პერსპექტივას, ერთწლიან პერიოდში საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი 35%-ითაა შემცირებული.
ზრდის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, ერთ დღეში ევროპული გაზის ღირებულება 12%-ით გაიზარდა და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულებამ 36 ევროს მიაღწია.