მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა

647ca461e13bc
გიორგი თოლორდავა
04.06.23 18:47
513
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, ერთკვირიან ჭრილში ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 1.5%-ითაა შემცირებული და ამჟამად 76 დოლარს აღწევს; WTI Crude-ის ღირებულებამ კი 71 დოლარი შეადგინა.

დაღმასვლა ფიქსირდება რუსულ ნავთობთან მიმართებითაც, რომელიც ერთ კვირაში 3.5%-ით გაიაფდა და ამჟამად ბარელი Urals-ის ფასი 55 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ერთწლიან პერიოდში ბირჟაზე ნავთობის საშუალოდ 40%-ითაა გაიაფებული.

გასული კვირის განმავლობაში მკვეთრად ეცემოდა ბუნებრივი აირის ღირებულებაც. აშშ-ის მასშტაბით გაზი დამატებით 3.4%-ით გაიაფდა, ევროპაში ვარდნის მაჩვენებელი 3.5%-ს აღწევდა, ბრიტანული გაზის ფასი კი 4.2%-ით შემცირდა.

საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში გაზის ფასი მსოფლიოს მასშტაბით საშუალოდ 70%-ითაა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები