მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბირჟაზე ნავთობის ფასების იზრდება

6364af0d906ae
გიორგი თოლორდავა
04.11.22 10:18
648
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ, გასულ 24 საათში ნავთობის ფასი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ღირებულება 97 დოლარს აღწევს, ხოლო WTI Crude-ის ფასი 90 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის მარკის ნავთობის ღირებულება 77 დოლარს აჭარბებს.

ნავთობის გაძვირება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებასთანაა დაკავშირებული. საუდის არაბეთის დაზვერვის ინფორმაციით, კრიტიკულადაა გაზრდილი ირანის მიერ სარაკეტო შეტევის განხორციელების რისკები, რომლის სამიზნეც, სავარაუდოდ, არაბეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ნავთობის გადამამუშავებელი ობიექტების იქნება.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე, რასაც საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის მიწოდების შეფერხება და, შესაბამისად, ენერგორესურსების გაძვირება გამოუწვევია. მოგეხსენებათ, საუდის არაბეთი OPEC-ის დე-ფაქტო ლიდერი და უმსხვილესი ნავთობექსპორტიორია, შესაბამისად, მისი შეფერხება ბირჟაზე ფასების ზრდას იწვევს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ჩინეთის მასშტაბით გავრცელებული ინფორმაცია პოლიტბიუროს გეგმების შესახებ, რომელიც მომდევნო წლის მარტამდე ქვეყანაში ლოკდაუნების და რეგულაციების გაუქმებას ითვალისწინებს. ბუნებრივია, აღნიშნულ სიახლეს ტრეიდერები პოზიტიურად იღებენ, რადგან ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია, მისი ეკონომიკის გახსნა კი პირდაპირ გავლენას ახდენს ენერგორესურსების ფასებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები