მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასები ეცემა - მიზეზები

6470f47bd0fe5
გიორგი თოლორდავა
26.05.23 22:31
4213
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასი ეცემა - ერთკვირიან ჭრილში უნცია (28.3 გრამი) ოქროს ფასი 1.7%-ითაა შემცირებული და ამჟამად 1,944 დოლარს შეადგენს.

ეცემა ვერცხლის ფასიც და ერთკვირიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი 2.5%-ს შეადგენს, ხოლო ერთ თვეში ვერცხლის ღირებულებაა თითქმის 7%-ითაა შემცირებული.

ბირჟაზე მეტალების ფასების შემცირება აშშ-ის სტატისტიკის სამსახურის მიერ უახლესი მონაცემების გასაჯაროებას უკავშირდება. როგორც ირკვევა, უმუშევრობის დონე რაც 1970-იანი წლების შემდეგ დაფიქსირებულ მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირდა. ზოგადად, უმუშევრობის დონე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორია, რომელსაც ფედერალური რეზერვი აქტიურად იყენებს მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში.

უმუშევრობის შემცირება FED-ს აძლევს იმის საშუალებას, რომ ინფლაციის დასაძლევად მონეტარული პოლიტიკა იმაზე უფრო მეტად გაამკაცროს, ვიდრე ამას თავდაპირველად გეგმავდა; უმუშევრობის დონის ზრდას კი საპირისპირო გავლენა აქვს.

FED-ის საბჭოს წევრის, ჯეიმს ბულარდის განცხადებით, წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით უნდა გაიზარდოს, რაც ტრეიდერებს საბაზო სცენარით არ არის გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპის შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს.

ზოგადად ოქროს, ვერცხლსა და დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი კაპიტალი არა 0%-იანი ამონაგების მქონე ოქროში, არამედ სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტაში დააბანდონ, განსაკუთრებით კი აშშ-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები