ფეხსაცმლის მწარმოებელი ცნობილი შვედური ბრენდის, Birkenstock-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაილისტება. ფინანსური ინსტრუმენტის განთავსებისთვის ნებართვის მისაღებად, კომპანიამ უკვე მიმართა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას. კომპანიის რამდენი აქცია გაიყიდება საჯაროდ ან რა ფასად, Birkenstock-ში არ აკონკრეტებენ, მაგრამ ვიცით კომპანიის სავარაუდო შეფასება, რომელიც $7 მილიარდის ფარგლებში მერყეობს.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისადმი წარდგენილ დოკუმენტში, შვედური კომპანია აღწერს ფინანსურ შედეგებსაც. დოკუმენტის თანახმად, ფისკალურ 2022 წელს, Birkenstock-მა $1.33 მილიარდის შემოსავალი მიიღო და $200.1 მილიონის წმინდა მოგება დააგენერირა.
ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია Birkenstock-ი ერთ-ერთი უძველესი ევროპული კომპანიაა, რომელიც იოჰან ადამ ბირკენსტოკმა ჯერ კიდევ 1774 წელს დააფუძნა - ორი წლით ადრე, ვიდრე აშშ-ის დამფუძნებელმა მამებმა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამჟამად, კომპანიის საკონტროლო წილს კერძო კაპიტალის კომპანია, L Catterton-ი ფლობს, რომელმაც წილი 2021 წლის მაისში შეიძინა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.