მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Reddit-ი IPO-სთვის ემზადება - კომპანიის შეფასება $5 მილიარდია

Reddit

პოპულარული სოციალური ქსელი Reddit-ი საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების პირველადი განთავსებისთვის ემზადება, რომლის შედეგად, კომპანია, სულ მცირე $5 მილიარდად შეფასდება. პოტენციური IPO მიმდინარე წლის მარტში არის დაგეგმილი, მაგრამ თუ ბაზარი ამ დრომდე აღდგება, კომპანიის შეფასება, შესაძლოა, გაიზარდოს. კომპანიის ის აქციები, რომელთა გაყიდვა საფონდო ბირჟაზე არ იგეგმება, ამ დროისთვის, უფრო ნაკლებადაა შეფასებული და $4.5-4.8 მილიარდის შუალედში მერყეობს.

თუ Reddit-ის აქციები საფონდო ბირჟაზე მართლაც განთავსდა, შეფასება, რომლითაც სოციალური ქსელი ინვესტიციას მოიზიდავს ნებისმიერ შემთხვევაში უფრო დაბალი იქნება, ვიდრე $15 მილიარდი - შეფასება, რომელიც კომპანიას 2022 წელს ჰქონდა. თავად ეს ფაქტი კი იმითაა განპირობებული, რომ ბევრმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომელთაც საკუთარი აქციები საფონდო ბირჟაზე პანდემიის დროს განათავსა, შეფასების დიდი ნაწილი დაკარგა, რაც საბაზო ეფექტს, ანუ პანდემიის დროს ტექნოლოგიური კომპანიების გაბერილ შეფასებებს უკავშირდება.

ამ ტენდენციის მაგალითად, პროდუქტების მიტანის სერვისი Instacart-ი გამოდგება, რომელიც 2021 წლის მარტში $39 მილიარდად იყო შეფასებული, მაგრამ IPO-ს დროს კომპანიის შეფასება $9.9 მილიარდამდე შემცირდა - დღეს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $7.1 მილიარდს შეადგენს.

Reddit-ი სოციალური ქსელების პირველი ტალღის ნაშიერია – ის 2005 წელს დაარსდა და დღემდე საკმაოდ პოპულარულია როგორც ახალი ამბების აგრეგატორი, რომელსაც ზურგს საკმაოდ ძლიერი კომუნა უმაგრებს. სოციალურ ქსელში 430 აქტიური მომხმარებელი არის რეგისტრირებული – ისინი 100 ათასზე მეტ ჯგუფში ერთიანდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები