რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტას „ბურევესტნიკი" წუთებისა და წამების განმავლობაში მოდის მოქმედებაში.
სამხედრო კლინიკაში სტუმრობისას, სადაც როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA წერს, პრეზიდენტმა "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" [რუსული პროპაგანდა უკრაინაში მიმდინარე ომს ასე უწოდებს] მონაწილე ჯარისკაცები მოინახულა, ახალ ბირთვულ რაკეტაზე ისაუბრა, რომელზეც რუსეთი ათეული წელია მუშაობს.
პუტინის განცხადებით, „ბურევესტნიკი" ჩვეულებრივი რეაქტორებისგან განსხვავებით, რომლებსაც საათები და დღეები სჭირდებათ მოქმედებაში მოსასვლელად, ეს ბირთვული რეაქტორი რამდენიმე წუთსა და წამში იძვრის, რაც დიდი მიღწევაა. ამას გარდა, პუტინი ამბობს, რომ რაკეტა უკვე გამოსცადეს 14 ათასი კილომეტრის მანძილზე.
26 ოქტომბერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტის „ბურევესტნიკის“ წარმატებული გამოცდის შესახებ პუტინს მოხსენება ჩააბარა.




























