მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირთვული სინთეზით გახარჯულზე მეტი ენერგია მიიღეს, რაც შეიძლება, უსაზღვრო ენერგიის წყარო გახდეს

6398f5ffc5af2
ალა ისპირიანი
14.12.22 00:55
4669
პირველად ისტორიაში, კალიფორნიაში, ლოურენს-ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში, სინთეზის რეაქციებით მკვლევრებმა იმაზე მეტი ენერგია გამოიმუშავეს, ვიდრე ასეთი რეაქციების ჩასატარებლადაა საჭირო.

საქმე ეხება ბირთვული სინთეზიდან ენერგიის მიღებას, რომელზეც მეცნიერები უკვე ათწლეულებია მუშაობენ. სწორედ ამ სახის რეაქციებით საზრდოობს მზეც. შესაბამისად, ექსპერიმენტულ დანადგარებს, რომლებშიც ასეთი რეაქციის წარმოებაა შესაძლებელი, „ხელოვნურ მზესაც“ უწოდებენ.

აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის ჯენიფერ გრანჰოლმის თქმით, ეს მიღწევა გზას ეროვნულ თავდაცვასა და სუფთა ენერგიის მომავალს გაუხსნის.

„ეს ლაბორატორიის მეცნიერთათვის საეტაპო მიღწევაა, რომლებმაც მთელი თავისი კარიერა მიუძღვნეს სინთეზის აალების რეალობად გადაქცევას. ეს საკვანძო მოვლენა კიდევ უფრო მეტი აღმოჩენის საფუძველი გახდება. ეს მიღწევა ისტორიის წიგნებში ჩაიწერება“, - განაცხადა გრანჰოლმმა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სინთეზის რეაქციებით შესაძლოა შესაძლებელი გახდეს თითქმის შეუზღუდავი ოდენობის, ნახშირბადისგან თავისუფალი ენერგია, რომელიც ჩაანაცვლებს წიაღისეულ საწვავს და ენერგიის სხვა ტრადიციულ წყაროებს,რაც პრაქტიკულად ამოუწურავი, სუფთა, უსაფრთხო ენერგიის ახალი წყაროს აღმოჩენას ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები