მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე IPO-ს წინ, Klarna-ს შეფასება $15 მილიარდამდე გაიზარდა

Klarna

უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე შვედური ფინტექ კომპანიის, Klarna-ს დებიუტის წინ, კომპანიის საბაზრო შეფასება 15 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

კაპიტალიზაციის ზრდა დამატებით $1.4 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვით არის განპირობებული, რა დროსაც კომპანიის შეფასებამ სწორედ $15 მილიარდი შეადგინა.

ამჟამად Klarna-ს ხელმძღვანელობას აქვს მოლოდინი, რომ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე IPO-ს შემდეგ, ერთი აქციის ღირებულება მინიმუმ $40 იქნება, ნაცვლად აქამდე პროგნოზირებული 35-37 დოლარისა.

Klarna გადახდის სერვისების და BNPL-ის ტიპის საკრედიტო მომსახურების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც მერჩანტებსა და მომხმარებლებს თანხის განაწილებით გადახდის სერვისს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები