მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბირჟაზე ხორბლის ფასი იზრდება

ხორბალი

საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი გაიზარდა - ერთკვირიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ 5.5%-ით იმატა და 5 დოლარი და 71 ცენტი შეადგინა.

ბოლო პერიოდში ხორბლის გაძვირება გაზრდილი მოთხოვნითაა განპირობებული, რომლის მოცულობა გლობალურად 813 მილიონ ტონამდე გაიზარდა. ანალიტიკოსების პროგნოზით, ხორბლის მოხმარება წლიურად საშუალოდ 1.5%-ით, ღირებულება კი 2.5%-ით გაიზრდება, რაც ბირჟაზე პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს.

ასევე გასათვალისწინებელია გეოპოლიტიკური ფაქტორები, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით რისკების ზრდა საქონლის გაძვირებას უწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები