მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ხორბლის ფასი შემცირდა

რუსეთი / ხორბალი

საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი ეცემა - ერთთვიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ დამატებით 7%-ით იკლო და 5 დოლარი და 29 ცენტი შეადგინა, რაც ერთწლიან პერიოდში თითქმის 16%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

დაღმასვლის მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით მიღებული რეკორდული მოსავალია. მაგალითად, მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელზე უფრო დიდ ხორბლის მოსავალს ელიან, რასაც ფედერალური სამსახურის მიერ გასაჯაროებული მონაცემებიც ადასტურებს. რეკორდული მოსავალი ფიქსირდება ევროპისა და აზიის რეგიონებშიც, რაც საერთაშორისო ბირჟაზე მარცვლეულის გაიაფებას უწყობს ხელს, ვინაიდან, ეს ზრდის მიწოდებას და იწვევს ფასის ვარდნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები