მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა. ერთ დღეში საქონლის ღირებულება 1%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 89 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 85 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთკვირიან პერიოდში ნავთობის ბირჟაზე საშუალოდ 1.5%-ითაა გაიაფებული.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 84 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ კვირაში დაახლოებით 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ერთწლიან პერიოდში Urals-ის ფასი 25%-ითაა გაზრდილი, რაც ენერგეტიკულ ბირჟაზე დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

დასავლური ნავთობის მსგავსად, დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი 0.5%-ითაა შემცირებული და ამჟამად მგვტ/საათი ენერგიის ღირებულება 30 ევროს შეადგენს. ერთ წელიწადში გაზი საშუალოდ 25%-ითაა გაიაფებული.