საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 3%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 76 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 72 დოლარის ფარგლებშია.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 69 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთწლიან პერიოდში რუსული ნავთობი თითქმის 16%-ითაა გაძვირებული, Brent-ის ფასი კი თითქმის უცვლელია.
ბოლო პერიოდში ნავთობის გაძვირება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და OPEC-ის მხრიდან მიწოდების შეზღუდვასთანაა დაკავშირებული.




























