საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 3.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 73 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 69 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 65 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ნავთობის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, მთავარი აშშ-ის მთავრობის მხრიდან სავაჭრო ომის წამოწყებაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს ზრდის.