მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა

რუსული ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე რუსული ნავთობის გაუფასურების მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ამჟამად ბარელი Urals-ის ფასი 73 დოლარს შეადგენს, რაც ერთ დღეში 4.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

რაც შეეხება ერთთვიან პერიოდს, ამ შემთხვევაში ვარდნის მაჩვენებელი 5.8%-ს აღწევს. ბოლო პერიოდში გაიაფების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ნავთობი ბირჟაზე დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტთან შედარებით 13 დოლარით უფრო ძვირად ივაჭრება.

რუსული Urals-ისგან განსხვავებით, მცირედით გაზრდილია Brent-ისა და WTI-ის ფასები. კერძოდ, Brent-ის შემთხვევაში ბარელის ფასი 86 დოლარს აჭარბებს, WTI კი დაახლოებით 84 დოლარად ივაჭრება. ერთკვირიან ჭრილში სანავთობო ბაზარზე 2.5%-იან ზრდას ვხედავთ, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის გამწვავებითაა განპირობებული.

ბირჟაზე იზრდება ბუნებრივი აირის ღირებულებაც. ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი ერთ კვირაში თითქმის 33%-ითაა გაზრდილი და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება ამჟამად 48 ევროს შეადგენს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები