მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობის წარმოება

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 69 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 67 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 64 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ნავთობის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, მთავარი აშშ-ის მთავრობის მხრიდან გლობალურ ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადავადებაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას და რისკებს ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები