საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 75 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 71 დოლარის ფარგლებშია.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 67 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ბოლო პერიოდში ნავთობის გაძვირება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და OPEC-ის მხრიდან მიწოდების შეზღუდვასთანაა დაკავშირებული.