მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბირჟაზე ნავთობის ფასი იზრდება

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 77 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 74 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 70 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც 0.5%-იან ზრდას წარმოადგენს.

ნავთობის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს მათ შორის მთავარი აშშ-ის მთავრობის მხრიდან რუსეთის ფედერაციის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაა, რაც რუსეთსა და აზიურ სახელმწიფოებს შორის ნავთობით ვაჭრობას მნიშვნელოვნად ართულებს.

მეორე ფაქტორი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სტრატეგიას უკავშირდება, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს, რაც, თავის მხრივ, გეოპოლიტიკურ რისკებს ზრდის და აჩენს საფუძვლიან მოლოდინს, რომ მომავალში ნავთობი უფრო ძვირი იქნება, ვიდრე ახლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები