საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ დღეში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 1.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 62 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 58 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 55 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ნავთობის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, აზიის რეგიონში მოთხოვნის ზრდა და OPEC-ის მხრიდან IV კვარტალში მიწოდებასთან დაკავშირებით კონსერვატიული პროგნოზის გაუარესება.
ამასთან, ინვესტორები ფიქრობენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ დიდი ხანი არ მოგვარდება, რაც გეოპოლიტიკური რისკების ზრდას და ნავთობის გაძვირებას იწვევს.




























