საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ დღეში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 62 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 58 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 52 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ნავთობის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მთავარი გეოპოლიტიკური რისკების ზრდაა. ინვესტორები შიშობენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, რაც ნავთობის გაძვირებას უწყობს ხელს.




























