მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბირჟაზე ნავთობის ფასი იზრდება

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 5.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 65 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 60 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 54 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთთვიან პერიოდში ნავთობის საშუალოდ 6%-ით არის გაძვირებული.

ენერგორესურსის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მთავარი გეოპოლიტიკური რისკების ზრდაა. ინვესტორები შიშობენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, რაც ნავთობის გაძვირებას უწყობს ხელს.

ამასთან, ინვესტორები ფიქრობენ, რომ ვენესუელიდან ნავთობის მოპოვების დაწყებას ვერ ექნება ისეთი გავლენა, როგორსაც ბაზარი აქამდე მოელოდა, რადგან წარმოების დაჩქარებისათვის აუცილებელია თითქმის $100 მილიარდის ინვესტიციის განხორციელება და რამდენი წლის განმავლობაში ტექნიკური სამუშაოების განხორციელება.

გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში პოლიტიკური რისკები იზრდება, განსაკუთრებით ირანთან მიმართებით, რაც ნავთობის ფასზე ზეწოლას ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები