საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასები მცირდება და ერთკვირიან პერიოდში კორექცია 1.5%-ს აღწევს. ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 64 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI-ის ფასი დაახლოებით 60 დოლარია; რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 55 დოლარს შეადგენს, რაც 6%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის გაიაფება ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC+) უკავშირდება, რომელიც მომავალ თვეს საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას ზრდის.
























