მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის ომის გამო, ამერიკელები მადლიერების დღეს საწვავზე $1 მილიარდით მეტს დახარჯავენ

საწვავი

ამერიკელი მძღოლები მადლიერების დღის სადღესასწაულო პერიოდში საწვავზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით $1 მილიარდით მეტს დახარჯავენ, რაც პრეზიდენტ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებით და გლობალურად ნავთობის მკვეთრი გაძვირებით არის განპირობებული.

მართალია, ამჟამად ნავთობის დაახლოებით 25%-ით არის გაიაფებული, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ის მაინც 45%-ით უფრო ძვირია, ხოლო ბენზინის თუ დიზელის ღირებულება თითქმის 60%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება მომავალ რისკებსა და პროგნოზებს, JPMorgan Chase-ის შეფასებით, შუალედური არჩევნების შემდეგ მთავარი რისკი სამხედრო ესკალაციის ახალი ტალღაა, რომელიც შესაძლოა მომდევნო თვეს დაიწყოს და ნავთობის ფასების მორიგი ზრდა გამოიწვიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები