მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა დიზელზე გადასახადი გადაავადა - როგორ შეიცვალა ფასი?

დიზელი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელმაც ე.წ. შეღებილ დიზელზე ფედერალური გადასახადი წლის ბოლომდე გადაავადა. ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს საწვავზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მოსახლეობისთვის ფინანსური ხარჯების შემსუბუქებას.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამერიკაში დიზელზე ფედერალური გადასახადი გალონზე 0.244 დოლარს შეადგენს. შესაბამისად, 250 გალონის შევსებისას მომხმარებელი დაახლოებით 60 დოლარს დაზოგავს.

ცნობისთვის, ე.წ. შეღებილი დიზელი ტრადიციულად მხოლოდ სოფლის მეურნეობასა და სამშენებლო სექტორში გამოიყენება. გადასახადისგან გათავისუფლებული ეს საწვავი სპეციალური საღებავით მუშავდება, რათა ის სტანდარტული მოხმარების დიზელისგან ვიზუალურად განასხვაონ.

რაც შეეხება არსებულ ვითარებას, ამერიკაში დიზელის ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის ბოლოს დაფიქსირებული 6.53-დოლარიანი რეკორდული მაჩვენებელი მცირედით შემცირდა, 6 ოქტომბრის მონაცემებით, ერთი გალონი საწვავი 6.32 დოლარად იყიდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შეღავათი დიზელის საწვავის არსებით გაიაფებას ვერ გამოიწვევს, რადგან საწვავის გაძვირების მიზეზი ახლო აღმოსავლეთიდან ექსპორტის შეზღუდვაა, რომლის კომპენსირება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები