საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება - ამჯერად უნცია მეტალის ღირებულებამ 2,660 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 31%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვერცხლის შემთხვევაში, წლიური ზრდა 29%-ს შეადგენს, ხოლო ერთთვიან პერიოდში გაძვირების მაჩვენებელი 2%-ია.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. მართალია, ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება.
ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.