მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს ფასი სამკვირიან მინიმუმამდე შემცირდა

ოქრო

ოქროს ფასი ბოლო სამი კვირის მინიმალურ ნიშნულამდე შემცირდა. როგორც ირკვევა, ძვირფასი ლითონის გაუფასურება დოლარის გაძლიერებამ, ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულმა ვითარებამ და ინფლაციურმა მოლოდინებმა განაპირობა.

ოქროს ღირებულება დღეს უკვე 0.1%-ით შემცირდა და უნციაზე $4,323.59 შეადგინა. ეს მაჩვენებელი 7 აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს გაუტოლდა. დეკემბრის მიწოდების ოქროს ფიუჩერსების ფასი კი 0.6%-ით დაეცა და $4,370.40 შეადგინა.

საყურადღებოა, რომ გაუფასურების ტენდენცია სხვა ძვირფას ლითონებზეც ვრცელდება. ვერცხლის ფასი 0.3%-ით არის დაცემული და უნციაზე $64.04-ს შეადგენს. პლატინის ღირებულება 0.6%-ით შემცირდა და $1,729.83-მდე ჩამოვიდა, ხოლო პალადიუმის ფასმა 0.5%-იანი კლების შემდეგ $1,304.50 შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები