მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბირჟაზე ოქროს ფასი ეცემა

ოქრო

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი ეცემა. ერთკვირიან პერიოდში კორექციის მაჩვენებელი 3.5%-ს აღწევს, ხოლო პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ოქრო თითქმის 13%-ით არის გაუფასურებული.

ამჟამად უნცია მეტალის ფასი 4,900 დოლარს შეადგენს, რაც, კორექციის მიუხედავად, წლიურად მაინც 67%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამჟამად კლების მიზეზი აშშ-ირანს შორის და რუსეთ-უკრაინას შორის პოტენციური შეთანხმებების მიღწევაა, რაც გეოპოლიტიკურ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს და ოქროს მიმართ ინვესტორების ყურადღებას ამცირებს.

ამასთან, ინვესტორებისა და ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ოქროს შეფასება ზედმეტად მაღალ ნიშნულზეა და მისი დამატებით ზრდა უახლოეს მომავალში აღარ არის მოსალოდნელი. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის, რომ თვის დასაწყისში დაფიქსირებულმა მკვეთრმა კლებამ თითქმის $5 ტრილიონის სავაჭრო პოზიციების ლიკვიდაცია გამოიწვია, რაც სპეკულაციურ ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები